«ჩემი როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში»

ქვეყნის ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ,რომ თითოეულმა სახელმწიფომ დემოკრატიისა და აღმშენებლობის რთული და გძელი გზა განვლო.ქვეყნის დემოკრატიისათვის აუცილებელია ძლიერი ეკონომიკური და სოციალური გარემოს შექმნა.,რაც ხელს უწყობს სახელმწიფოებრივი სტანდარტების ჩამოყალიბებას.ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ჩვენზე,იმ თაობაზე რომელიც განსაზღვრავს ქევყნის მთლიანობასა და სიძლიერეს -რასაც მივყავართ დემოკრატიამდე.
სიტყვა დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, ერისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე არ ვიცი ვინ ვიქნები ,საჯარო მოხელე თუ რაიმე სხვა,მაგრამ მთავარია ვიყო ღირსეული იქ სადაც ვიქნები,ვიყო მართალი ჩემს არჩევანში,უბრალოდ მართალი ღმერთის წინაშე.
თუ თითოეული ჩვენთაგანი დაინახავს რაოდენ დიდი როლი გვეკუთვნის ქვეყნის მშენებლობაში,იგი მიხვდება რომ სჭირდება ქვეყანას და გამოასწორებს მის შეცდომას რაც მანამდე ხელს უშლიდა დემოკრატიის მშენებლობაში..დემოკრატია განსაზღვრავს ყველას მომავალს.
იყო ქვეყნის მოქალაქე არ ნიშნავს,რომ შენ აშენებ მას,უნდა შეძლო იპოვო თუ რა არის კარგი შენი ქვყნისათვის,უნდა შეგეძლოს მისი დაცვა,გადარჩენა და ღირსეულად შენახვა. ყველა ვცდილობთ ვიცხოვროთ კარგ და განვითარებულ ქვეყანაში,მაგრამ იშვიათად ვაკეთებთ ამისათვის რაიმეს-ამიტომ ყველა ადამიანმა,სქესის,ფერის და ასაკის მიუხდავად პატივი უნდა სცეს ქვყანას და იბრძოლოს მისი განვითარებისათვის.ჩემი როლიც სწორედ ამაში მდგომარეობს, დღეისათვის ჩემი მიზანია ვისწავლო,გავხდე აქტიური, რასაც შემდეგ გამოვიყენებ ქვეყნის მშენებლობაში,მე ჩემს ქვეყანას უნდა დავუმტკიცო რომ მე ვარ ღირსეული მოქალაქე და მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მისი დემოკრატიის განვითარებაში,და ვასწავლო სხვასაც თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისი ის მცირეოდენი წვლილიც კი რასაც იგი გააკეთბს ქვეყნისათვის.